
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლა მუშაობას ზაფხულის არდადეგებზეც არ წყვეტს და ახალგაზრდებს დაუვიწყარ და ნაყოფიერ დღეებს სთავაზობს.
სკოლაში მთელი ზაფხულის განმავლობაში ტარდება საზაფხულო ბანაკები.
სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება-პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტულია საკითხია, შესაბამისად ბანაკში მნიშვნელოვანი დრო დაერთმო სპორტულ აქტივობებს.
მათ შორის, ძევრელმა ბეისბოლისტებმა თბილისელ თანატოლებს უმასპინძლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლას ბეისბოლის გუნდი ჰყავს. ძევრელი ბეისბოლისტები გადიან მასტერკლასებსა და წვრთნებს და აქტიურობით გამოირჩევიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ხელს უწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ბეისბოლი საქართველოში სპორტის იშვიათი სახეობაა, მაგრამ მოსწავლეთა ინტერესი დიდია, ძევრი კი ის სკოლაა, რომელსაც ბეისბოლის წარმატებული გუნდი ჰყავს და ნამდვილად დგას, ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე.