
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.
„სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულს გამოცდების ჩაბარებას. სულ წინ იარეთ, ბავშვებო, თქვენი მიზნების მისაღწევად, ასახელეთ მშობლიური სკოლა, ჩვენ კი ვიამაყებთ თქვენი მიღწევებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებებსა და მიღწევებს მუდამ მხარს უჭერს.