
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებაზე, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნავენ, როგორიცაა ეკოლოგია და გარემოს დაცვა.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლა, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტს - „მაკულიტერატურა“ შეუერთდა.
პროექტის ფარგლებში, ხაშურის N7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის ირმა მახათაძის ჩართულობით ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, ბიბლიოთეკის თაროებზე ახალი ლიტერატურა განთავსდა. შედეგად, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა თემატიკისა და ჟანრის თანამედროვე წიგნები უკვე ხელმისაწვდომია.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გადამუშავებადი პროდუქციის წარმოებაში ჩაბრუნებასა და ახლის შექმნას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: