
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში STEAM კლუბი დიდი წარმატებით ფუნქციონირებს. მის მუშაობაში მოსწავლეები მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ STEAM და იდეატორთა კლუბების პროექტების პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ხაშურის N7 საჯარო სკოლას, STEAM მასწავლებლებსა და STEAM კლუბის წევრებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მათ სერტიფიკატები კლუბის ფარგლებში შექმნილი STEAM პროექტებისთვის დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ: „საქართველოს უნივერსიტეტი მომავალ სასწავლო წელსაც გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ STEAM პროგრამებს დაეუფლონ“.
იხილეთ ფოტო: