ოროჯალარის საჯარო სკოლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარეს
07-08-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა სიამაყით გვიზიარებს კურსდამთავრებულების წარმატებას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. 

ალისა ჯაღაცპანიანმა, ანი თაზაიანმა და მარინა ბაღოიანმა მაღალი ქულებით ჩააბარეს ზოგადი უნარები სომხურ ენაზე და ახლა, სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელიან. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უკვე ყოფილი მოსწავლეებისთვის ძალიან სასიხარულო იყო მიღებული შედეგების ნახვა. „ეს დღე მათთვის უბედნიერესი იყო და სიამაყით განაცხადეს: „სწავლას ვაგრძელებთ ჩვენს ქვეყანაში“ - გვითხრეს სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სამივე კურსდამთავრებულმა სკოლა წარჩინებიტ დაამთავრა და ისინი მედლის კანდიდატები არიან.

ოროჯალარის საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ ალისას, ანის და მარინას, უსურვებენ ულევ წარმატებას, საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203