„მჯერა, მაქსიმალურად გამოიყენებთ მშობლიურ სკოლაში მიღებულ უნარ-ჩვევებს“ -დიდი სმადის სკოლაში ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა მიღწევებით ამაყობენ
06-08-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლაში მათი მიღწევებით ამაყობენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

სკოლის დირექტორმა - მარი ტყემალაძემ სკოლის კურსდამთავრებულებს ემოციური სიტყვით მიმართა.

სკოლის კურსდამთავრებულებს: მიხეილ ბაღდოშვილს, თენგო ტყემალაძეს, ლინდა მწყერაშვილს, ანუკი კახაძესა და ბაჩი კახაძეს, ვულოცავთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

თქვენი წინსვლა, ჩვენთვის დიდი სიხარულის მომტანია... მჯერა, მალე შეაღებთ თქვენთვის სასურველ სასწავლებლის კარს, არ გადაუხვევთ არჩეულ გზას და მაქსიმალურად გამოიყენებთ მშობლიურ სკოლაში მიღებულ უნარ-ჩვევებს.

გისურვებთ, მიაღწიოთ დასახულ მიზნებს! იხარულით აღსავსე წლები გქონოდეთ მუდამ!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203