დაბლაციხის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - თორნიკე ძნელაძეს ეროვნულ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აქვს 
06-08-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა - თორნიკე ძნელაძემ, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატი გახლავთ ეროვნული გამოცდები ბრწყინვალე ქულებით ჩააბარა.

აბიტურიენტმა გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები დადო. ის, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მალე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.

კურსდამთავრებულის ქულები შემდეგნაირია:

ქართული - 60-დან 59;

ინგლისური - 70-დან 65;

ქიმია - 63-დან 59;

ბიოლოგია - 70-დან 61.

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და მას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

„ვულოცავთ ჩვენს საამაყო ბიჭს ამ დიდ წარმატებას“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203