
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა.
ამის კი, წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობით ამტკიცებს. მათ შორის, სამოქალაქო განათლების პროგრამის პროექტის - „გახდი მოხალისე“ ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს.
მათ თანხა შეაგროვეს, პროდუქტები შეიძინეს და სოფელში მცხოვრები მარტოხელა დიასახლისები მოინახულეს. აქტივობამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა და მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ხორციელდება PH International - საქართველოს მიერ, დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“.