დედოფლისწყაროს N2 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულ სალომე ბენაშვილს ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ შედეგს ულოცავენ
06-08-2024

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში თითოეული ახალგაზრდის განვითარებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი რომ მათ წარმატებულ მომავალზე ყოველდღიურად ზრუნავს, ამის ნათელი დასტური კურსდამთავრებულთა და მოსწავლეთა მიღწევებია. 

ამჯერად, სკოლაში ოქროს მედლის კანდიდატის, სალომე ბენაშვილის წარმატებით ხარობენ. მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულში 60-დან 57, ინგლისურში - 70-დან 63, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან 58 ქულა მიიღო. 

აბიტურიენტს სასკოლო საზოგადოება ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203