„ჩემს ნიჭიერ მოსწავლეებს ვეტყოდი, შრომა არასდროს იკარგება“ - თბილისის N9 სკოლის კურსდამთავრებულებმა ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური ქულები აიღეს
05-08-2024

ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს. მათ შორის არიან სკოლის კურსდამთავრებულები: ანასტასია თოთიბაძე, ქეთევან გვაძაბია, ნიკოლოზ ყაჭეიშვილი, გიორგი სომხიშვილი, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა აიღეს.

მოსწავლეებით სკოლაში ამაყობენ და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლას უსურვებენ. 

როგორც სკოლის ხელმძღვანელი ელეონორა ჩვენთან საუბრისას ფერაძე აღნიშნავს, თავისი მოსწავლეებისგან ასეთ შედეგებს ელოდებოდა, რადგან ძალიან ნიჭიერი და მონდომებულები არიან.

„ნამდვილად ველოდებოდი ჩემი მოსწავლეების ასეთ შედეგებს. მათ შორის ორი ოქროსმედალოსანია. ერთ-ერთმა მათგანმა ექსტერნის გამოცდა ჩააბარა და მე-12 კლასში დაჯდა, ასეთ დროს მედალს კარგავს მოსწავლე. თუმცა, ასე რომ არ მომხდარიყო დღეს ისიც მედალოსანი იქნებოდა. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვები არიან. წელს, სამი მე-12 კლასი გავუშვით და საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს მოსწავლეებმა. ბევრი დაიწერა 69 ქულა, ასევე ქართულში 59. ბევრმა ჩააბარა წარმატებულად. ჩემს ნიჭიერ მოსწავლეებს ვეტყოდი, რომ შრომა არასდროს იკარგება“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203