გაიცანით მართა ვეკუა, ბარდნალის საჯარო სკოლ​ის კურსდამთავრებული, რომელმაც ეროვნული გამოცდები მაღალ ქულებზე ჩააბარა
05-08-2024

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა ამაყია გაგვიზიაროს, ოქროს მედლის კანდიდატის - მართა ვეკუას წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. 

მართამ საკმაოდ წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ახლა მხოლოდ სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვას ელის. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულიდან 55 დააგროვა, ინგლისურ ენაში 70-დან 62 ქულა, ხოლო ისტორიაში - 55 ქულა, 60-დან. 

„წარჩინებულ კურსდამთავრებული, ერთნაირად კარგია სწავლაში, სპორტში, ცეკვაში, სამოქალაქო აქტივობებში, ოქრო გოგო, ოქროსმედალოსანი“, - ასე ახასიათებენ მართას სკოლაში და დიდ წარმატებას უსურვებენ.  

კურსდამთავრებულის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია სკოლის ხელმძღვანელი მთვარისა ახვლედიანი, ის მართას ულოცავს მიღწეულ შედეგს და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

„მიხარია, რომ  შენს სასურველ ფაკულტეტზე მოხვდები და მჯერა, კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდები, რაც მთავარია - კარგ მოქალაქედ, რაშიც შენს ოჯახთან ერთად შენი მშობლიური სკოლის წვლილიც იქნება.

ვულოცავ შენს მშობლებს, საგნის მასწავლებლებს, მთელ სკოლასა და  ყველა გულშემატკივარს! გზა დაგელოცოს!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203