ალპანის საჯარო სკოლის სასწავლო რესურსებს ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია შეემატა 
05-08-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEM განათლებას, რაც თანამედროვე სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია. 

ახლახან, სკოლის ფიზიკის ლაბორატორიის სასწავლო რესურსებს, ხელსაწყოებს და თვალსაჩინოებებს შეემატა მოსწავლეთა საოცნებო ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია - შესაბამისი მატერიალური კომპონენტებით.

სკოლაში მნიშვნელოვანი სიახლე ახარებთ და მადლობის წერილს ავრცელებენ. 

„უღრმესი მადლობა ბატონ დავით სონღულაშვილს ამ შესაძლებლობისათვის! ბატონო დავით, თქვენ მიგიძღვით ლომის წილი, რომ ალპანის სკოლის STEM კლუბის წევრი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადახვა STEM კონფერენციებში. წინ ბევრი გამოწვევაა სკოლაში  STEM განათლების დანერგვისა და განხორციელებისათვის...შევეცდებით ვუპასუხოთ!...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203