ცნობილია მათემატიკისა და ისტორიის ქულები - იხილეთ სწორი პასუხები და შეფასების სქემები
05-08-2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკისა და ისტორიის გამოცდების პირველად შედეგები გამოაქვეყნა. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
 
შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
 
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51.  მინიმალური გამსვლელი ქულა  - 10.2-ზე მეტი. ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15-ზე მეტი.

 ზღვრის გადალახვის შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ მათემატიკაში გახდება 10.2 -ზე მეტი, ხოლო ისტორიაში  - 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
 
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.
 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203