ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლთა წარმატება ლონდონის საზაფხულო სკოლაში 
05-08-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ. ახლა სკოლაში ფიქრია ჯიმშელეიშვილის სადამრიგებლო - მე-10 კლასის მოსწავლის - ანა პირტახიასა და ნანა ლილუაშვილის სადამრიგებლო - მე-9 კლასის მოსწავლის ქეთა დიდიძის მიღწევით ხარობენ. 

Locky Academy-ის ორგანიზებით არდადეგებზე 27 ქართველი მოსწავლე ლონდონში, კერძოდ, Dockland-ის უნივერსიტეტის ორკვირიან საზაფხულო სკოლაში გაემგზავრა. ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად და შესაბამის კლასში მოსახვედრად, ჩასვლისთანავე ტესტირება გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიდან 4-მა უმაღლესი, C1 დონის, სერტიფიკატი მიიღო. მათ შორის იყვნენ ანა პირტახია და ქეთა დიდიძე. მათი ინგლისური ენის მასწავლებლები თეა ესართია და ნათია ყანჩაველი არიან. 

„ვულოცავთ ანასა და ქეთას ამ წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203