ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აბიტურიენტებმა ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს 
05-08-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სად სწავლაც ახალგაზრდების წარმატებული მომავლის წინაპირობაა. 

გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) etaloni.ge-ს კურსდამთავრებულთა მიღწევების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან ამისთვის არც მასწავლებლებს და არც აბიტურიენტებს თავი არ დაუზოგავთ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს შედეგი შრომის ნაყოფია. ღვთის წყალობით, ჩვენს გიმნაზიას წარმატებები არ აკლია. ასეთი შედეგის მოლოდინი გვქონდა, რადგან მაღალ შედეგს პედაგოგების პროფესიონალიზმი და ბავშვების მონდომება განაპირობებს, რაც ჩვენთან ერთმანეთს არაჩვეულებრივად ერწყმის. მასწავლებლებისა და აბიტურიენტების შრომით ეს შედეგი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გახარებულები ვართ და ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბავშვებს, მათ მშობლებს, მთელ გიმნაზიასა და პედაგოგებს. ამავდროულად, ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას, რომ აბიტურიენტებმა კარგი შედეგები დააფიქსირეს. ეს ბავშვები საქართველოს მომავალს ქმნიან და იმედი მაქვს, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დადგებიან, მოღვაწეობას ასეთივე პასუხისმგებლობითა და სიყვარულით შეუდგებიან“,- ამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).

ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები შემდეგმა აბიტურიენტებმა დაიმსახურეს:

  • თამარ ჭიპაშვილი - ქართული - 57 ქულა; ინგლისური - 69 ქულა,  ისტორია 59 ქულა;
  • თეო ჭიპაშვილი - ქართული - 54 ქულა; ინგლისური - 64 ქულა;
  • მარიამ კიკალიშვილი - ქართული - 57 ქულა; 
  • მარიამ მდივნიშვილი - ქართული - 51 ქულა. ინგლისური - 64 ქულა;
  • ნიკოლოზ შავიძე - ინგლისური - 67 ქულა; 
  • სანდრო მესხი - ისტორია - 57 ქულა.

გიმნაზიაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსუსრვებენ. აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი პედაგოგი ნინო ხარაძე გახლდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203