„სასიხარულოა, რომ სკოლის 20-ვე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგები აჩვენა“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის აბიტურიენტთა წარმატება ქართულის გამოცდაზე
05-08-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს წამატებით აბარებენ. ამას მოწმობს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მიღებული ქულებიც. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლის 20-ივე კურსდამთავრებულმა გამოცდაზე საუკეთესო შედეგები აჩვენა. სკოლაში აბიტურიენტთა მიღწევები ახარებთ, მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე ჩაბარებას უსურვებენ. 

„ძალიან სასიხარულოა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის 20-ვე კურსდამთავრებულმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. განსაკუთრებით, მაქსიმალური 60 ქულიდან 55 ქულა დააგროვა ლინდა ხარაბაძემ. ვულოცავ, თითოეულ მათგანს და სკოლისა და მასწავლებლების სახელით წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დღეს კი აბიტურიენტებმა, უცხოური ენების, მათემატიკისა და ისტორიის ქულები გაიგეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203