ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს
07-06-2018
ხუცუბნის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები დაამზადეს და შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. იხილეთ ფოტოები