10 რჩევა მასწავლებლებისგან მშობლებს - როგორ გავუმკლავდეთ შვილის ჭირვეულობას
07-06-2018
1. თუ გინდათ, რომ ბავშვებმა მოგისმინონ, ნუ აიმაღლებთ ხმას, ეცადეთ, რომ თქვენი ტონი, ნებისმიერ თემაზე საუბრისას იყოს თბილი და სასიამოვნო.
2. ბავშვებს არ უყვართ ასეთი ფრაზები, „მალე“, „ახლავე“, „ცოტა ხანში“ - მათთან საუბრისას გამოიყენეთ დროის განსაზღვრული ლიმიტი - „1 წუთში“, „5 წუთში“, „1 საათში“....
3. წაახალისეთ ისინი გაკვეთილების მომზადებისას. მოიფიქრეთ საჩუქარი მათთვის, იმ შემთხვევაში თუ დავალებას პირნათლად შეასრულებენ. ეს აუცილებელი არ არის ყოველთვის ნივთიერი რაღაც იყოს. შეიძლება ეს იყოს კომპიუტერთან გატარებული 1 საათი, სათამაშოდ გაშვება ან საყვარელი კერძის მომზადება.
4. შენიშვნები დაწერეთ ფურცელზე და დაუტოვეთ ბალიშზე ან აბაზანაში. იმ ადგილებში, სადაც დიდხანს ატარებს დროს.
5. მიაჩვიეთ, რომ მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის იყოს მოწესრიგებული. ამისათვის კი თავად მიეცით მაგალითი, ასევე დაეხმარეთ დალაგებაში. მარტომ არასოდეს დაალაგოთ.
6. ეცადეთ ისე გააკონტროლოთ მისი დღის რეჟიმი, რომ თავად ვერ იგრძნოს.
7. პერიოდულად დაიხმარეთ სახლის საქმეებში, ამ შემთხვევაში ბავშვის სქესს არ აქვს მნიშვნელობა და სანაცვლოდ გაუკეთეთ საჩუქარი.
8. ხშირად უყიდეთ ახალი ბლოკნოტი და უთხარით, რომ მისი გეგმების შესახებ დაწეროს და პლუსები გაუკეთოს შესრულებულ საქმეებს.
9. მიეცით უფლება რომ პერიოდულად თანატოლები დაპატიჟოს სახლში, ამ დროს, ეცადეთ რომ ბავშვები განმარტოვდნენ. 10. ხშირად ესაუბრეთ სკოლის შესახებ, აჩვენეთ, რომ ეს გაინტერესებთ. არა მხოლოდ მის გარშემო რა ხდება, არამედ ზოგადი ამბებიც და მისი მეგობრების შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც ყურადღებით მოუსმინეთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს