სადახლოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ქუთაისში
18-07-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს როგორც სასწავლო მეთოდს, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაზე აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია ქუთაისში. 

„კიდევ ერთი სასიამოვნო და ერთობლივი ექსკურსია გვქონდა სადახლოდან ქუთაისში, ჭოღის სკოლასთან ერთად“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას. დასკვნით ნაწილში კი მხიარული თამაშებითა და ცეკვა-სიმღერებით გაერთნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203