მოხის საჯარო სკოლის მოსწავლები ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალში გადავიდნენ
07-06-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თაოსნობით ერთობლივად 63 მუნიციპალიტეტსა და თბილისის 10 რაიონში ინტელექტუალური ჩემპიონატი „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ვარხანში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა 12 სკოლის გუნდმა მიიღო, სადაც გამარჯვება წილად მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხვდათ.
მათ მონაწილეობის უფლება ფინალურ ტურში მიიღეს, რომელიც ოქტომბრის თვეში თბილისში გაიმართება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის