როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალხური ცეკვისა და სიმღერის მინი ფესტივალში მონაწილეობდნენ
15-07-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. სასწავლო წლის მიწურულს მოსწავლეები ხალხური ცეკვისა და სიმღერის მინი ფესტივალს შეუერთდნენ. 

ხალხური ცეკვისა და სიმღერის მინი ფესტივალი ქალაქ ნინოწმინდაში 11 ივნისს ჩატარდა ინიციატივის - „მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“ ორგანიზებით, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ მინი-გრანტების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) „როენეს ფონდთან“ თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 

ფესტივალში მონაწილეობდნენ ქალაქ ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის, დიდი ხანჩალისა და როდიონოვკის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

მონაწილეებმა წარადგინეს ქართული და სომხური ცეკვები, სიმღერები და ფლეშმობი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ DEP ⋮ -ის დამფუძნებლები და ინიციატივის მხარდამჭერები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...