რა შემთხვევაში არ გაიცემა დაფინანსება ქულათა რანჟირების საფუძველზე - დოკუმენტი
13-07-2024

2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოფა 205 000 ლარი.

რაც შეეხება დაფინანსების პრინციპს - თუ განსაზღვრული კატეგორიებისთვის გათვალისწინებული თანხა არ იქნება საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, დაფინანსება გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტთა შორის უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტებზე.

თუ მაგისტრანტები რანჟირების შესაბამისად, თანაბარ ქულებს მოიპოვეებენ და გამოყოფილი თანხა ყველა მათგანის დაფინანსებისთვის არ იქნება საკმარისი, დაფინანსება არ გაიცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203