საჩინოს სკოლამ მონაწილეობა მიიღი თეატრალურ ფესტივალში და წარადგინა სპექტაკლი: ,,პატიების გუჯარი" ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხიას" მიხედვით.
პროექტში მონაწილეობა რაიონის რამოდენიმე სკოლამ მიიღო. ჟიურის რჩეული სწორედ საჩინოს სკოლის სპექტაკლი გახდა და შესაბამისად მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის ფინალურ ტურში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დიდი წარმატებაა!
სპექტაკლის რეჟისორი იყო სესე მიქავა.