მცხეთის N2 საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ კურსი წარმატებით მიმდინარეობს
07-06-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ კურსი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგი ანა იმერლიშვილი, ხოლო სამართალდამცველი-დიანა დემეტრაშვილი გახლავთ.
მაისის თვეში მოსწავლეები შემდეგ თემებს გაეცნენ: „ორგანიზებული დანაშაული და მისი შედეგები“; „ტრეფიკინგი“; „სახალხო დამცველი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“;„სასამართლოს საქმიანობა“; „სასამართლო პროცესი-მოდელირება“.
მოსწავლეები გაკვეთილებზე ხალისით საუბრობენ, მსჯელობენ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარების სამართლებრივ საშუალებებზე ინფორმაციას იგებენ.
განსაკუთრებული ინტერესი სასამართლო პროცესის იმიტირებამ გამოიწვია. კერძოდ, მოსწავლეებმა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, დამნაშავის, დაზარალებულის და მოწმის როლები მოირგეს, რის შემდეგაც სიტუაციის განხილვა-დისკუსია გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203