უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიით 3 სასწავლებელს ეწვივნენ
07-06-2018
უჯარმის საჯარო სკოლის პროფორიენტაციის მასწავლებლის, ია რევაზიშვილის თაოსნობით მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯ „იმედს“ ეწვივნენ, სადაც სწავლის პირობებს გაეცნენ.
ისინი, ასევე, ილიას უნივერსიტეტის G კორპუსს ესტუმრნენ, სადაც საბუნებისმეტყველო კვლევითი-ლაბორატორიები დაათვალიერეს.
საინტერესო და მრავალფეროვანი მოგზაურობის კულმინაცია საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებული სახელობის უნივერსიტეტი იყო. მოსწავლეებს აქაც ძალიან გულთბილად და საინტერესოდ დახვდნენ. მათ უნივერსიტეტის მესვეურებისგან საჩუქრებიც დაიმსახურეს.