საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში 50 ძირი ბზა და 30 მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დარგეს
07-06-2018
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის VII კლასელებისგან დაკომპლექტებული ეკოკლუბი „მოგზაური“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში მოგვიანებით ჩაერთო. მიუხედავად ამისა, ისინი  ნახევარფინალში გადავიდნენ. 

მონაწილეებმა ადგილობრივი ეკოლოგიური პრობლემები შეისწავლეს და გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩაატარეს:

სკოლის ეზოში 50 ძირი ბზა და 30 მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დარგეს; მარიამჯვრის ნაკრძალის რეინჯერთა სახლის ეზოში ფოთლოვანი და მარადმწვანე მცენარეები დარგეს;  მარიამჯვრის ნაკრძალში საგანმანათლებლო ბილიკის შერჩევის მიზნით ლაშქრობა მოაწყეს; მარიამჯვრის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორია და სკოლის ეზო დაასუფთავეს; ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით ბროშურები „საგარეჯოს დაცული ტერიტორიები“ და „პლასტმასები და გარემო“ გამოუშვეს; საგარეჯოს წითელი წიგნი შექმნეს; საგანმანათლებლო ბილიკის შესარჩევ მონაკვეთზე ნანახი სოკოები შეისწავლეს და წიგნი „ბუნების თავისთავადი სამყარო მარიამჯვრის ნაკრძალში“ შექმნეს; საგარეჯოს დაცული ტერიტორიების დირექციის წარმომადგენლებს შეხვდნენ (დირექტორი ზვიად ტიგინაშვილი, მოადგილე ვანო ბუჩაშვილი, რეინჯერი მამუკა ნაცვლიშვილი) და გარემოსდაცითი საკითხები განიხილეს; გარემოსდაცვითი სლოგანების კონკურსი მოაწყეს, გამარჯვებული სლოგანები კი სკოლის დერეფანში გამოფინეს; დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ღონისძიების გაკვეთილი ჩაუტარეს.

ნახევარფინალისტების შეხვედრაზე პრეზენტაციით გუნდის წევრები წარსდგნენ. ისინი ჟიურიმ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა, ხოლო სკოლა-დიპლომით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა კი სკოლა მადლობის ფურცლით, ხოლო გუნდი ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...