ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ფილმმა კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური დიპლომი დაიმსახურა
07-06-2018
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის მარინე აბულაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ფილმი - „გაცოცხლებული ნახატი - ალავერდობა“ გადაიღეს. ფილმი ბავშვთა კინოფესტივალში - „ოქროს პეპელა“ მონაწილეობდა და ჟიურის სპეციალური დიპლომიც დაიმსახურა.
მოკლემეტრაჟიან ფილმში გაცოცხლებულია გიგო გაბაშვილის ტილო - „ალავერდობა“ და გადმოცემულია ქრისტიანი და მუსლიმი ხალხის ერთობლივი ლხენა ქრისტიანული ტაძრის -ალავერდის ეზოში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ალავერდობაში“ ხაზგასმულია ტოლერანტული კახეთის ცხოვრება.