ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
07-06-2018
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სამცხე-ჯავახეთის მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადა II-ის გამარჯვებულ საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გამარჯვებული მოსწავლეები, მათი ხელმძღვანელი პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და სამი ტური წარმატებით გაიარეს.
სკოლას მეორე საპრიზო ადგილი შემდეგმა მოსწავლეებმა მოუტანეს: ასპანიძე ლუკა (მასწავლებელი დიანა ზუმბაძე), თამაზაშვილი გიორგი (მასწავლებელი დიანა ზუმბაძე), მარტინენკო მარიამი (მასწავლებელი დიანა ზუმბაძე), ჯინიუზაშვილი ავთანდილი (მასწავლებელი ნანა დათაშვილი), აბულაძე ლია (მასწავლებელი თეიმურაზ ხუციშვილი), ნასყიდაშვილი დავითი (მასწავლებელი ჯილდა დონაძე), აკოფაშვილი მარიამი (მასწავლებელი თეიმურაზ ხუციშვილი), აკოფაშვილი ნიკა (მასწავლებელი თეიმურაზ ხუციშვილი).
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203