სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „აისეკ საქართველოს“ წარმომადგენლები ეწვივნენ
07-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „აისეკ საქართველოს“ წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებმა მეტად საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს გაცვლით პროგრამებზე, რომლებსაც „აისეკ საქართველო“ სტუდენტებს სთავაზობს; ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობის, პარტნიორების, კონფერენციების, გაეროს მდგრადი განვითარების და გაცვლითი პროექტების შესახებ.

სტუდენტები, რომლებიც იცნობდნენ ორგანიზაციას ან „აისეკის“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ, აღფრთოვანებული საუბრობდნენ პროექტის ფარგლებში საზღვარგარეთ გატარებულ დღეებსა და მიღებულ გამოცდილებაზე.

სტუმრებისა და მასპინძლების თანაბარი ასაკიდან გამომდინარე, პრეზენტაციამ ძალიან ხალისიანად ჩაიარა. საკუთარი გამოცდილება უნივერსიტეტის სტუდენტებს იტალიის ქალაქ პალერმოდან „აისეკის“ პროგრამით საქართველოში ჩამოსულმა სტუმარმა გაუზიარა.

ორგანიზაციას შექმნილი აქვს ელექტრონული ბაზა, სადაც 18-დან 30-წლამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს და „აისეკის“ პროექტში ჩართული მსოფლიოს 126 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამით, - მისთვის სასურველში გაემგზავროს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203