მარტყოფის N1 სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები დებატების ეროვნულ ტურნირში მონაწილეობდნენ
02-07-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

წელს, მოსწავლეები არჩევითი საგნის ფარგლებში დებატების ხელოვნებას ეუფლებოდნენ. მოდებატეები კი არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობდნენ. 

საინტერესო იყო პროექტი - „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომლის ფარგლებშიც სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები - ნინი ჯერენაშვილი, თაკო ტაკაშვილი, ლიზი ბედიანაშვილი და და მათი ხელმძღვანელი - არჩევითი საგნის - „დებატების ხელოვნება“ მასწავლებელი თამარ კენკაძე დებატების  ეროვნულ ტურნირში ჩაერთნენ. მოსწავლეებმა წარმატებით იდებატეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203