ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰიპერბმულის გაკეთება ხალისით ისწავლეს
06-06-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის VI კლასში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო ჰიპერბმული (Hyperlink) ტექსტურ რედაქტორში. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი თამილა დავითაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ, ისწავლეს ჰიპერბმულის გაკეთება ტექსტურ რედაქტორში და ისაუბრეს რამდენად მოსახერხებელია ჰიპერბმულის გამოყენება, დიდი მოცულობის დოკუმენტებზე ან ერთდროულად რამდენიმე დოკუმენტზე მუშაობის დროს.

იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203