დილისკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
18-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეებმა შეარჩიეს თემა - „შვიდი საოცრება“, ისაუბრეს ცხოვრებაზე, სამშობლოზე, დედაზე, დედამიწაზე, მასწავლებლებზე და სხვა საკითხებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი და ლამაზი, მას ხელმძღვანელობდა კლასის მასწავლებელი რუზნნა ნახატაკიანი.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეები მღელვარებით დაემშვიდობნენ საყვარელ, პირველ მასწავლებელს და მადლობა გადაუხადეს დაუვიწყარი 4 წლისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...