ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
„გაზაფხულის ლამაზი ზეიმი“ - ეს ღონისძიებაც ამის ნათელი მაგალითია.
სკოლაში ზღაპრული გარემო იყო მოწყობილი, ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებულ სასკოლო სივრცეში მეორე კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.
ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, მოსწავლეებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ლამაზი ლექსებით გაზაფხულს დაემშვიდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი მორთულობა და გარემო მეტად ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები: