ივანდიდის საჯარო სკოლაში გატარებული ოთხი დაუვიწყარი წელიწადი მე-4 კლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს
18-06-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს სკოლოში გატარებული 4 დაუვიწყარი წელი. 

მოსწავლეებისთვის ეს დღე ემოციებით დატვირთული იყო, მათ სკოლაში, დამრიგებელ მარიკა კეჩხუაშვილთან ერთად არაერთი შთამბეჭდავი მოგონება შექმნეს და დიდი ცოდნასთან ერთად, შეიძინეს საუკეთესო მეგობრები. 

მეოთხე კლასის დასასრულს მანტიებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საზეიმოდ აიქნიეს ქუდი და ემოციებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის ხელმძღვანელის მარიკა კეჩხუაშვილისთვის, რომელიც პატარებს 4 წლის მანძილზე ცოდნის სამყაროში მეგზურობას დიდი სიყვარულით უწევდა. 

„ოთხი საინტერესო, ნაყოფიერი, უამრავი აქტივობით და ღონისძიებით დატვირთული წელი გამოვიარეთ. მინდა ავღნიშნო, ამ ოთხი წლის განმავლობაში საგრძნობლად გავიზარდეთ, ვისწავლეთ გარდა წერა კითხვისა, ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები: მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ეს ოთხი წელი კი შევაჯამეთ ღონისძიებით. ლექსებითა და სიმღერებით მოვეფერეთ აღმზრდელ მასწავლებლებს, მშობლებს. ჩვენი სამომავლო მიზნებითა და სურვილებით აღბეჭდილი მანტიის ქუდები გავუშვით ზეცაში. გისურვებთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილებისა და მიზნების ასრულებას“,- აღნიშნა პედაგოგმა და მოსწავლეებს მხიარული არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203