ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ღონისძიება-ლაშქრობით დააგვირგვინეს
18-06-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო გასვლითი ღონისძიებით დაგვირგვინდა.

სკოლის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით 14 ივნისს მოაწყეს გასვლითი ღონისძიება-ლაშქრობა, ხაშურის რაიონის სოფელ ბრილში და მოილოცეს ღვთისმშობლის და წმინდა ნინოს ტაძრები.

მე-7 კლასს შემუერთდნენ მე-8 კლასი მოსწავლეებიც. მათ მე-7 კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟამაძესთან ერთად, შეიძინეს პროდუქტები.

„აღნიშნული პროდუქტები დაუტოვეს მრევლს, რათა გადასცენ იქ მყოფ მამაოებს. მართალია გზამ და სიცხემ თითქოს დაღალა ბავშვები, მაგრამ ამ დღით ძალიან კმაყოფილები იყვნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203