ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ მანანა ლაცაბიძე მეორე ვადით აირჩია
18-06-2024

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა. 

არსებულმა ხელმძღვანელმა მანანა ლაცაბიძემ სამეურვეო საბჭოს თავისი პროგრამა წარუდგინა და მეორედ იყარა კენჭი დირექტორობაზე. 

სამეურვეო საბჭომ, სრული შემადგენლობით, 7 ხმით,  დირექტორად უკვე მეორე ვადით აირჩია და კვლავ გამოუცხადა ნდობა, როგორც სკოლის წარმატებულ ლიდერს. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორი მანანა ლაცაბიძე ხაშურის N7 საჯარო სკოლას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს. 

შეგახსენებთ, რომ დირექტორების არჩევის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, სამეურვეო საბჭო, კენჭის ყრით ირჩევს სასურველ კანდიდატს. 

სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203