მატნის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მე-4 კლასელებთან ერთად შესრულებული მუსიკალური ნომერი და ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება
18-06-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასრულება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლაში, მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ ეს დღე მათთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან მე-4 კლასელები წელს პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ბავშვებმა მას გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამ დღეს ასევე უდიდესი ხალისი, მრავალფეროვნება და საზეიმო განწყობა შესძინა სკოლის დირექტორის - ნელი ტერტერაშვილის ბავშვებთან ერთად შესრულებულმა მუსიკალურმა ნომერმა. 

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე ემოციური, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203