დიდი ზეიმი და მე-4 კლასელთა დაუვიწყარი ემოციები ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში
18-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო გაჯერებული, დასასრულიც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, განსაკუთრებით IV კლასის მოსწავლეებისთვის. 

მე-4 კლასში მრავალფეროვანი საღამო - „ოთხი წელიც გასულა“, ჩატარდა.  

მთელი ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეები მათ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობდნენ, იხსენებდნენ 4 წლის განმავლობაში დაგროვილ დაუვიწყარ მოგონებებს.  

პატარებმა მასწავლებლებს მიუძღვნეს ლექსები და შეამკეს ძალიან თბილი სიტყვებით. სკოლაში წარადგინეს პატარა ეპიზოდები ფილმიდან - „მე ბებია ილიკო და ილარიონი“.

მოსწავლეებმა მასწავლებლებს სახალისო ნომინაციებზე წარადგინეს, შეასრულეს ცეკვა და სიმღერები მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, მოთმინებისთვის, ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველას უსურვეს ჯანმრთელობა და მრავალი წარმატებული თაობის აღზრდა.

ბავშვებმა ასევე მადლობა გადაუხადეს მშობლებს მზრუნველობისთვის და უანგარო სიყვარულისთვის.

მოსწავლეები ამბობენ რომ ეს ღონისძიება მათთვის დასამახსოვრებელია და უკვე იქცა საუკეთესო მოგონებად.

„დაგვაიმედეს რომ ჩვენ ბევრჯერ გვასახელებენ და მე, როგორც  დამრიგებელს მჯერა მათი“, - აღნიშნა კლასის დამრიგებელმა რუსუდან დიასამიძემ და მოსწავლეებს მხიარული არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203