
თბილისის N31 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
მათ შორის იყო ლიტერატურული საღამო „მე და გალაკტიონი“, რომელშიც მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ თეა ჯანაშიას ხელმძღვანელობით გამართეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნორჩმა „პოეზიელებმა“ სასკოლო საზოგადოების წინაშე წაიკითხეს ბიოგრაფიული ცნობები, ლექსები, მოგონებები, წერილები და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები.
აღნიშნული ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში ჩატარდა.
„მეფე თუ ვერ შექმნა პაიკიდან,
თავი პოეზიით დაიმკვიდრა. გალავნად მოედო დედამიწას,
ღმერთმაც ბეღურობის ნება მისცა“
გალაკტიონის სახელის წარმოთქმა საკმარისია, რომ ყველა ქართველის გონებაში პოეზიის მეფე, გალაკტიონ ტაბიძე ამოტივტივდეს...
გალაკტიონ ტაბიძემ იცოდა, რომ ერთადერთი იყო „როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“, - ასეთი სიტყვებით შეამკეს პოეტი პოეზიის საღამოზე.
საღამო ძალიან სინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
იხილეთ ვიდეო ბმულზე