ბათუმში მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„მაშველებმა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვაში შენიშნეს ბიჭი, რომელიც შველას ითხოვდა. ბათუმში მცხოვრები 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.