იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში 
17-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

მათ შორის, ისინი ინტელექტუალურ თამაშის -„ტვინების ბრძოლის“ 2024 წლის გაზაფხულის სეზონში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და სკოლა ასახელეს. 

მოსწავლეთა გუნდმა - „გენიოსები“, რომლის შემადგენლობაშიც მათე შარაშიძე, მათე ტუშური, ბარბარე კიკვაძე და თამარ რუხაძე იყვნენ, საქართველოს მაშტაბით, მე-8 ადგილი დაიკავა. 

ქვეყნის მასშტაბით, მე-13 ადგილი კი, გუნდმა „სხარტებმა“ დაიკავა. მისი წევრები იყვნენ ლუკა ტუშური, ოთარ მახარაძე, ანა შარაშიძე და ბარბარე ტრაპაიძე.

„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს“,- სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ამაყობენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203