სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელ გორელოვკას შემეცნებითი ექსკურსიით სტუმრობდნენ
17-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მამოტივირებელი აქტივობა ეწყობა. 

მათ შორის, IX კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის მასწავლებლის - ნუნე ჩოგანდარიანის ხელმძღვანელობით, დუხობორების „ობოლთა სახლში“, სოფელ გორელოვკაში შემეცნებითი ექსკურსია მოაწყვეს.

გასვლითი აქტივობის მიზანი დუხობორების წეს-ჩვეულებებისა და ადგილობრივი ხალხის გაცნობა იყო. მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ინტერვიუ ჩაწერეს და ენის ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

საინტერესო ექსკურსია, რომელთა მიზანი საქართველოში მყოფი ეთნიკური უმცირესობების კულტურის გაცნობა იყო, წარმატებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203