თხილნარის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა აჭარული ოდის მაკეტი დაამზადეს
17-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ სასკოლ აქტივობაში ერთვებიან. 

მათ შორის, სკოლაში პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, თანამედროვე ტექნიკით, აჭარული ოდის მაკეტი დაამზადეს. 

აღნიშნული პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის შესწავლა და მისი პოპულარიზაციის გზების შემუშავება იყო. მოსწავლეებმა აჭარის მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლებზე პრეზენტაცია გამართეს. 

გარდა ამისა, ტურისტულ ლოკაციებზე ისაუბრეს და კლასში, ერთობლივი, ჯგუფური მუშაობით აჭარის კუთხე, თავისი ღირსშესანიშნაობებით, წარადგინეს. 

პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და აჭარის კუთხის მახასიათებელი შაირები შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203