ხორენიის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი შეჯამდა
17-06-2024

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებებით 2023-2024 სასწავლო წელი შეჯამდა.

სკოლის დირექტორმა - რუბენ არდანიანმა მოსწავლეებს მიულოცა კლასიდან კლასში წარმატებით  გადასვლა. მან სიგელებით დააჯილდოვა პედაგოგები სკოლის საქმეებში აქტიური ჩართულობისა და  კარგი თანამშრომლობისთვის.

მან დააჯილდოვა წარმატებულ და  მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები კარგი და სუფთა ხელნაწერებისთვის, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებში, ასევე მთელი კლასი სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის..

დირექტორმა გამოარჩია პირველი კლასი, რომელმაც ყველაზე საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.

სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ჯანმრთელობა და ბედნიერი დასვენება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203