ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, ამიტომ ისინი სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ.
მე-9 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო. მათ საყვარელ პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
სასკოლო საზოგადოება საყვარელ მოსწავლეებს საბაზო საფეხური დამთავრებას ულოცავს, უსურვებს წინსვლასა და წარმატებას ერის საკეთილდღეოდ.
იხილეთ ფოტოები: