ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ზღაპრული გამოსაშვები ღონისძიება
17-06-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს გულნარა ბერიძეს, მადლობა გადაუხადეს ცოდნის სამყაროში მეგზურობისთვის და დაუვიწყარი 4 წლისთვის.

პატარებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

დღის ბოლოს, მოსწავლეები ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მხიარული არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203