გურძემის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაგვირგვინდა 
17-06-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

იქ პირველი კლასის დამრიგებლის - ნანა კანკიასა და პედაგოგ ეკა ჭოჭუას ხელმძღვანელობით, სახალისო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „პირველი კლასის გაცილება“ ჩატარდა. 

პირველკლასელებს ღონისძიება სხვა კლასის მოსწავლეებმაც გაულამაზეს. ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. გარდა ამისა, მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203