„ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ - იტავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლოზუნგს შეუერთდნენ
06-06-2018
იტავაზის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის VII- VIII კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარ ლოზუნგს - „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ შეუერთდნენ და ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის აღსაზრდელებმა წიგნებიდან საყვარელი ფრაზები წაიკითხეს, წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს, საყვარელი ნაწარმოებები და პერსონაჟები დაასახელეს და მეგობრებს მხატვრული ლიტერატურა ურჩიეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს