
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიმართულებით, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. მათ შორის, მოსწავლეთა კვლევითმა ჯგუფმა (მასწავლებელი - თ.მუკბანიანი) ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, სასკოლო პრეზენტაცია, სვანეთის კუთხის თვითმყოფადობიდან დღემდე მოღწეული უნიკალური მატერიალური და არამატრიალური „ძეგლების“ - სვანური ქუდის და სვანური ტრადიციული ცეკვა ჭიშხაშ-ფერხულის ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა შესახებ მოაწყო.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„სვანეთის კუთხის კულტურულ „ძეგლთა“ მცველები. მოსწავლეები აგრძელებენ შემდგომ კვლევით სამუშაოებს და უკვე გახდნენ კეთილი ელჩები, რათა დაიცვან და პოპულარიზაცია გაუწიონ საკითხს, რომ სვანეთის წარმართული დროის ეს ორივე ობიექტი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შეიტანონ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: