ობუჯის თემის N1 სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა სახალისო კონკურს-აქტივობით შეაჯამეს
17-06-2024

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს სახალისო აქტივობით - „Running Dictation“-ESL writting activity.

კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ უცხო ენების კათედრის, ინგლისური ენის მასწავლებლები - ეკატერინე ლუკავა, ეკა რურუა და თამარ მაქაცარია.

გუნდებს შორის შეჯიბრი მხიარულად და ენერგიულად წარიმართა. ეჯიბრებოდნენ ინგლისური ენის ცოდნაშიც, სისწრაფეშიც და მოქნილობაშიც.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ნასწავლი შეაჯამეს. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით l, ll და lll ადგილის მოპოვებისთვის.

სკოლაში მოსწავლეებს ბედნიერ და ნაყოფიერ არდადეგებს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203